Skip to main content

Posts

Featured

ჩემს შესახებ

ჰამ ჰამ, გამარჯობა, მე ჩარლი ვარ. არ ვიცი რამდენად გააჩნიათ ძაღლებს საკუთარი ბლოგები, მაგრამ ჩემმა პატრონმა ასე გადაწყვიტა. ცხადია, მეც არ ვარ წინააღმდეგი. იყოს, რატომაც არა. როგორც მახსოვს მე ბაკურციხეში დავიბადე, საიდანაც თელავში გამომაჩუქეს და ერთი თვის ახვლედიანის ქუჩაზე მოვხვდი. ჩემი მშვილობელი ოჯახი, კატის მოყვარული აღმოჩნდა და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მე მათი პირველი ძაღლი ვარ. თავიდან ძალიან თბილად მიმიღეს, მეც კარგად ვიქცეოდი. ის კი არა, თავის შესაყვარებლად, მისვლისთანავე ტუალეტის გზა ვიპოვე და იქ მოვისაქმე. გაგიჟდნენ ჩემი ახალი პატრონები, ეს რა კულტურული ძაღლიაო. მერე რაღაც მეტაკა არ ვიცი, ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია და ძაან ავურიე. რის გამოც აივანზე და პატარა ეზოში მომიწია გადაბარგება. ახკლაც აქ ვცხოვრობ და როგორც ჩანს კაი ხანი ასე იქნება. ჩემი პატრონი უკვე ორი კვირაა სახლს მიშენებს და ვეღარ დაადგა საშველი, არადა გავიდა ზამთარი და ეხლა კია დროსია, რაღად მინდა საცაა გამოთბება ისედაც. ნუ როცა ძაან ცივა ან ქარია, ერტ ოთახს მითავისუფლებენ ხოლმე და ღა...

Latest Posts