ჩემს შესახებ




ჰამ ჰამ,

გამარჯობა,

მე ჩარლი ვარ.

არ ვიცი რამდენად გააჩნიათ ძაღლებს საკუთარი ბლოგები, მაგრამ ჩემმა პატრონმა ასე გადაწყვიტა. ცხადია, მეც არ ვარ წინააღმდეგი. იყოს, რატომაც არა.

როგორც მახსოვს მე ბაკურციხეში დავიბადე, საიდანაც თელავში გამომაჩუქეს და ერთი თვის ახვლედიანის ქუჩაზე მოვხვდი.

ჩემი მშვილობელი ოჯახი, კატის მოყვარული აღმოჩნდა და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მე მათი პირველი ძაღლი ვარ.

თავიდან ძალიან თბილად მიმიღეს, მეც კარგად ვიქცეოდი. ის კი არა, თავის შესაყვარებლად, მისვლისთანავე ტუალეტის გზა ვიპოვე და იქ მოვისაქმე. გაგიჟდნენ ჩემი ახალი პატრონები, ეს რა კულტურული ძაღლიაო.

მერე რაღაც მეტაკა არ ვიცი, ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია და ძაან ავურიე. რის გამოც აივანზე და პატარა ეზოში მომიწია გადაბარგება. ახკლაც აქ ვცხოვრობ და როგორც ჩანს კაი ხანი ასე იქნება. ჩემი პატრონი უკვე ორი კვირაა სახლს მიშენებს და ვეღარ დაადგა საშველი, არადა გავიდა ზამთარი და ეხლა კია დროსია, რაღად მინდა საცაა გამოთბება ისედაც. ნუ როცა ძაან ცივა ან ქარია, ერტ ოთახს მითავისუფლებენ ხოლმე და ღამეს დათბუნებულ სახლში ვათევ. (ამხრივ საწუწუნო არაფერი მაქვს)

ჰო რაც მთავარია, დამავიწყდა რომ მეთქვა ჩემი ჯიშის და წარმომავლობის შესახებ.

მე იტალიური ჯიშის ლაგოტო რომანიოლოს შთამომავალი გახლავართ (და ბაკურციხეში როგორ მოვხვდი, ნაღდად ვერ გავარკვიე აქამდე). როგორც ჩემი პატრონი სიამაყით უყვება ხოლმე ყველას მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ ტრუფელების მოძებნაში ვარ, რომელიც თურმე რაღაც დელიკატესია და კილო 300$ მეტი ღირს. მაგრამ ამ მხრივ დიდად არ ვირჯები, არც ტრენინგებს გავდივარ და არც ჩემი პატრონი დამატარებს მაგს საძებნელად, ასე ვთქვათ ვანიავებ ამ ჩემს ტალანტს ფუჭად.

ჩემი პატრონი დატანჯულია, ყველა იმას ეკითხება ქუჩაში რა ჯიშის პუდელიაო (ჩემი ბეწვის გამო). ესეც გამოდგება და უყუვება რომ პუდელი არა ვარ და რომ უფრო სამონადირეო-მეძებარი ჯიშის ძაღლი ვარ. ქუჩაში კი გიყვარდეთ ყველა ჩემ მოფერებაშია. ვინც ახლოს მოსვლას ვერ ბედავს, შორიდან ხან თვალებით, ხანაც სიტყვიერად მეფერებიან.

ჰო, მგონი ლოკალური ვარსკვლავი ვარ თანაც ერთი წლის ასაკში.

ამ ბოლო დროს თითქმის ყოველ დღეს 1 ან 2 საათით ვსეირნობ და ასე თუ ისე ქალაქის დიდი ნაწილიც დავსუნე და მოვრწყე ჩემი იტალიურ-ბაკურციხული შარდით.

ჩემზე კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებს საერთოდ არ ვკბენ, მათთან მხოლოდ თამაში და ხელზე შეხება მიყვარს. აი ძაღლებს კი საშინელ დღეში ვატარებ. რა ვქნა ფიცხი იტალიური ხასიათი დამყვა როგორც ჩანს და ყველას ამაყად გამოპასუხება ჩემი ქუჩური სეირნობების მთავარი მიზანია.

მგონი ჩემზე სულ ესაა. დანარჩენს შემდეგ პოსტებში მოგიყვებით.

დროებით ადამიანებოო,

ჰამ ჰამ!


Comments